საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას მოუწოდებს, დონბასის სეპარატისტული არჩევნები არ აღიაროს. ფრანსუა ოლანდის თქმით, თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამართული არჩევნები არალეგიტიმურია და ის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს. რუსეთმა კი, ოლანდის თქმით, მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს და ცეცხლის განუახლებლობის რეჟიმი უნდა უზრუნველყოს.
მასალის გამოყენების პირობები