აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო პრეზიდენტმა პოროშენკომ უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს სხდომა მოიწვია. უკრაინის ლიდერის თქმით, დღევანდელ სხდომაზე დონბასში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.
„ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ შექმნილ მდგომარეობას და განვიხილავთ სცენარის განვითარების შესაძლო ვარიანტებს. ასევე ვიმსჯელებთ დონბასის ცალკეული რაიონებისთვის თვითმმართველობის განსაკუთრებული სტატუსის ჩამორთმევაზე. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები მინსკის პროტოკოლით აღებულ ვალდებებს შეასრულებენ, შესაძლოა ამ რაიონების სტატუსის შესახებ ახალი კანონი მივიღოთ,“-განაცხადა პოროშენკომ.