ბრიტანეთის მოსახლეობა ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეა. სოციოლოგიური გამოკითხვა გაერთიანებულ სამეფოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა YouGov-მ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ევროკავშირის დატოვებას მხარს რესპოდენტთა 47 პროცენტმა დაუჭირა, განსახვავებული პოზიცია კი 37 პროცენტმა დააფიქსირა. ევროკავშირში დარჩენის მოწინააღმდეგეები ყველაზე დიდი რაოდენობით უელსსა და მიდლენდსში არიან. ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა ყველაზე დიდი რაოდენობა კი შოტლანდიაში დაფიქსირდა.