ცხინვალი დონბასის სეპარატისტულ არჩევნებს აღიარებს. საგანგებო განცხადება დეფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გააკეთა.
„ჩვენ ყველამ დავინახეთ, თუ როგორი აქტივობა გამოჩინა დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობამ. ტელეფონით რამდენჯერმე ვესაუბრე ჩვენი პარლამენტის სპიკერს, რომელიც ნოვოროსიაში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება და მან ეს დამიდასტურა. ნოვოროსიის მცხოვრებლებმა საკუთარი ნება უკვე გამოხატეს და ჩვენ მათ არჩევანს მხარს ვუჭერთ,"-განაცხადა თიბილოვმა.
მასალის გამოყენების პირობები