26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 400-ჯერ დაარღვია. ამის შესახებ მთიანი ყარაბაღის დეფაქტო თავდაცვის უწყება იტყობინება. სომხური მხარის მტკიცებით, აზერბაიჯანის მხრიდან 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან 2500-მდე გასროლა განხორციელდა, თუმცა სომხურ მხარეს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ბოლოს ერთმანეთს 27 ოქტომბერს პარიზში შეხვდნენ, თუმცა საფრანგეთის ლიდერის შუამავლობით გამართული მოლაპარაკება მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით კვლავ უშედეგოდ დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები