სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ერაყის ყოფილ დიქტატორს, სადამ ჰუსეინს შეადარა. აზერბაიჯანის ხელისუფლება ედვარდ ნალბანდიანმა დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრ დევიდ ლიდინგტონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკრიტiკა.
„სომხეთის კრიტიკა იმ ქვეყნის მხრიდან, სადაც დღემდე დიქტატურული მმართველობის ფორმაა, ჩვენთვის მიუღებელია. ბაქოს მხრიდან იმის მტკიცება, რომ ერევანი ადამიანის უფლებებს არღვევს, ალბათ, შთაბეჭდილებას ვერავისზე მოახდენს. ასეთივე ეფექტს მოახდენდა მაგალითად, ერაყის ყოფილი ლიდერი სადამ ჰუსეინი,"-განაცხადა სომხეთის პირველმა დიპლომატმა.