საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აცხადებსს, რომ მზად არის, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს თავდებში ჩაუდგეს. ხატიაშვილი ასევე, მოუწოდებს თავდაცვის მინისტრს, სააპელაციო სასამართლოს მიმართოს და დაკავებულთათვის პირადი თავდებობა მოითხოვოს.
"მოვუწოდებ მინისტრ ალასანიას, თუ ის გულწრფელია, როდესაც აცხადებს, რომ მის თანამშრომლებს დანაშაული არ ჩაუდენიათ, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს თავდებობა. დავუდგეთ მე და მინისტრი ალასანია, ორივე საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, ამ ადამიანებს თავდებში და თუ სასამართლო ამ ადამიანებს თავდებითაც არ გაათავისუფლებს, აშკარა იქნება, რომ ამ ბრალდების უკან დგანან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი", - განაცხადა ხატიაშვილმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების მიმართ, დანაშაულის აღიარების მიზნით, წეზოლა განხორციელდება, რათა პროკურატურის შეცდომა არ გამჟღავნდეს.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83 მუხლის მესამე ნაწილი პირდაპირ გვეუბნება, რომ ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ, არსებული მასალების ადვოკატებითვის გადაუცემლობა იწვევს ამ მასალიას დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობას. დღეს არის საშიშროება და პროკურატურამ იცის, რომ რა მტკიცებულებების მან მოაგროვა, დაუშვებელად არის ცნობილი. სწორედ ამიტომ, ვქირობ რომ ბრალდებულებზე დაიწყება საშინელი ზეწოლა, რომ მათ არარსებული დანაშაული აღიაონ, რომ ის ლაფსუსი, რაც პროკურატურამ ჩაიდინა, არ გამჟღავნდეს", - აცხადებს ხატიაშვილი.