უკრაინის კვალდაკვალ, რუსეთთან საგაზო ომის სიმძიმე შესაძლოა საკუთარ თავზე სერბბეთმაც გამოსცადოს. ოფიციალური ბელგრადის განცხადებით, რუსული გაზის ტრანზიტი სერბეთში 3-ჯერ შემცირდა. სერბული მხარის განმარტებით, ამის მიზეზი „გაზპრომ ნეფტთან" არსებული დავალიანება გახდა. ამ დროისათვის სერბეთის დავალიანება 224 მილიონ დოლარს შეადგენს, რის გამოც რუსეთმა სერბეთის ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდა. საერთაშორისო ექსპერტები რუსეთის გაღიზიანების მიზეზად ბელგრადის მერყევ პოლიტიკას ასახელებენ. სერბეთი „გაზპრომ ნეფტისთვის" საკუთარი ენერგეტიკული აქტივების მიყიდვას არ ჩქარობს და უარი ჯერჯერობით არც „სამხრეთ ნაკადის" გაზსადენის პროექტში მონაწილეობაზე უთქვამს.