დონბასში სპერატატისტებმა დეფაქტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პოსტს ალექსანდრ ზახარჩენკო, ხოლო ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტავმჯდომარის პოსტს იგორ პლოტნიცკი დაიკავებს. დეფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზახარჩენკომ ამომრჩეველთა ხმების 60,11 პროცენტი მიიღო, პლოტნიცკის კი მხარი ელექტორატის 63,08 პროცენტმა დაუჭირა. ცნობილი ხდება ისიც, რომ დონეცკის დეფაქტო ლიდერის ინაუგურაცია 4 ნოემბერს გაიმართება.