სან-მარინოს კინო-ფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გაიმარჯვა მარიამ ბუთურიშვილმა, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო კი, გიორგი ოვაშვილმა დაიმსახურა.
მარიამ ბუთურიშვილი მსოფლიომ „კარლო ვარი"-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიცნო და ცნობილი კინო-კრიტიკოსებისგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, "კარლოვი ვარი"-ს საერთაშორისო კინო-ფესტივალის 2014 წლის გრან პრის - ბროლის გლობუსის მფლობელია.
მარიამ ბუთურიშვილი ცხინვალთან ახლოს, სოფელ საქაშეთში ჩვეულებრივი 14 წლის მოზარდის ცხოვრებით ცხოვრობდა, როდესაც მასთან ცნობილი რეჟისორი ჩავიდა და ახალ ფილმში მთავარი როლის შესრულება შესთავაზა.
ფილმი გადაღებულია ტყიბულის წყალსაცავზე, სპეციალურად შექმნილ დეკორატიულ კუნძულზე."სიმინდის კუნძული" არის ფსიქოლოგიური დრამა, ფილმის მოქმედება მიმდინარეობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ბუნებრივ საზღვარზე მდებარე კუნძულზე, რომელზეც ცხოვრობენ მოხუცი ბაბუა და მისი 16 წლის შვილიშვილი.კუნძულზე გამოჩენილი ქართველი მესაზღვრე მოულოდნელად არღვევს ბაბუა და შვილიშვილის ყოველდღიურ ცხოვრებას.