თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილი "სილქნეტის" ფინანსურ დირექტორთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს.
მან პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან მცირე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში, შესყიდვების საქმეზე, მოწმის სახით არის დაბარებული.
მისი თქმით, მზად არის პროკურორის ყველა კითხვას უპასუხოს.
პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დღეს განაცხადა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი კომპანია "სილქნეტის" ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია.
შეგახსენებთ, პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღლჩინოსანი 28 ქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ სილქნეტის" სასარგებლოდ, სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 872.6 ლარის გაფლანგვას ედავება.