შესყიდვების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მათი დაკავების საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვენ. მოთხოვნა ჟურნალისტებს, ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ლევან სამუშიამ გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააცნო, სადაც მან დაკავებულები მონახულა.
ადვოკატის განცხადებით, 5-ვე დაკავებული გლდანის № მე-8 სასჯელასრულების დაწესებულების კარანტინის განყოფილებაში იმყოფებიან.
"აღნშნულ სამეზე გრიფით საიდუმლოს დატოვებას აზრი არ აქვს, რადგან მასალები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდა, პროკურატურამ სრულად გაასაჯაროვა. პროკურატურა ტოვებს გრიფს, რადგან დაცვას არ გადმოეცეს საქმის მასალების ასლები და არ განვახორციელოთ მათი სრულფასოვანი დაცვა", - განაცხადა ლევან სამუშიამ.
შეგახსენებთ, დაკავებულებს, გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედავება. დღეს გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა წარმოებაში სააპელაციო სასამართლო საიდუმლო შესყიდვების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღლჩინოსნების ადვოკატების სარჩელს.
ადვოკატები, აღკვეთის ღონისძიებების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის გაუქმებასა და ალტერნატივის სახით, გირაოს - 10 000 ლარის გამოყენებას ითხოვენ.