ოფიციალურმა პეკინმა, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის დაწყების დღიდან მიმდინარე პროცესების პირდაპირ შეფასებას თავს არიდებდა, გასულ კვირას ლუგანსკსა და დონბასში ჩატარებული არჩევნების მიმართაც ,,ნეიტრალურ" პოზიცია შეინარჩუნა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,უკრინფორმი" ავრცელებს.
,, თავის პოზიციას, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობასთან დაკავშირებით, ჩინეთი არ ცვლის. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას." - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხუა ჩუნ ინმა ორშაბათს, უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს მიერ დასმულ კითხვაზე: აღიარებს თუ არა ჩინეთი ჩატარებულ არჩევნებს და მომხდარი ფაქტი როგორ შეიძლება აისახოს უკრაინის მომავალზე.
,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში მხარეებმა უნდა იფიქრონ ცეცხლის შეწყვეტაზე და პოზიციების დაახლოების მიზნით, დიალოგისა და კონსულტაციების გასაგრძელებლად ყველა შესაძლებლობა მოიძიონ. ჩვენის აზრით, საჭიროა საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა." - ასე გაახმოვანა თავისი ქვეყნის უცვლელი პოზიცია ჩინელმა დიპლომატმა.