შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, უზრუნველყოფილ იქნეს სიტყვის თავისუფლების პრინციპების დაცვა და შეწყდეს ჟურნალისტების დევნა, მათ მიერ გახმოვანებული ,,უხერხული" სიმართლისთვის.
ამის შესახებ ბარაკ ობამამ გასულ კვირას, პირველად ისტორიაში, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის დღეს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
,,მამაცი ჟურნალისტები თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად, ყოველდღიურად გვაწვდიან ინფორმაციას, რომელიც მათი თავდადების გარეშე ჩვენამდე ვერ მოაღწევს. ამხელენ კორუფციას, სვამენ მწვავე კითხვებს ან მოგვითხრობენ იმ ადამიანებზე, რომელთაც ომის საშინელებების გადატანა უწევთ." - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ამერიკელთა ლიდერის თქმით, კაცობრიობის წინაშე ასეთ სამსახურს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ასობით ჟურნალისტი ემსხვერპლა. მათ უმეტესობას წილად ერგო დევნა, მუქარა, პატიმრობა და წამება.
,,ხშირ შემთხვევაში კი, ჟურნალისტების წინააღმდეგ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პირები დაუსჯელები რჩებიან". - აღნიშნა ბარაკ ობამამ.