ყველას გამომძიებელს, ყველა პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ, როდესაც მინისტრი წასულია მივლინებაში, დაელოდოს მას სანამ დააკავებს მის თანამშრომლებს, - ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმის გამოძიების პროცესის გამჭვირვალობაზე პასუხს, უშუალოდ მთავარი პროკურორი აგებს.
"ყველას გამომძიებელს, ყველა პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ, როდესაც მინისტრი წასულია მივლინებაში, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, დაელოდოს მას, მანამ, სანამ დააკავებს მის თანამშრომლებს. იმით რაც მოხდა ძალოვან სტრუქტურაში, დაირღვა დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს, მოქმედი მინისტრის პატივისცემას ძალოვანის მხრიდან, ყველა მინისტრი პატივს სცემს ძალოვანებს და იგივეს მოითხოვს მათგანაც ", - განაცხადა წულიკიანმა.
წულუკიანი მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქმის უმთავრეს ნაწილს მაინც მოეხსნას გრიფი, რადგან საქმის მასალები ხელმისაწვდომი არ არის.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით 28 ოქტომბერს დააკავეს.
თავდაცვის სამინისტრო ინიციატივით გამოდის, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნულ შესყიდვას გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. გრიფის მოხსნას ითხოვს ასევე, დაცვის მხარეც.