თეთრი სახლის ლიდერის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს "ვაშინგტონ პოსტი"დღევანდელ ნომერში აქვეყნებს. გამოკითხვის თანახმად, ბარაკ ობამას პოლიტიკას მხარს დღეისათვის ელექტორატის 46 პროცენტი უჭერს, 52 პროცენტი კი თვლის, რომ ობამა საკმარისად ძლიერი პოლიტიკოსი არ არის. საყოველთაო გამოკითხვები "ვაშინგტონ პოსტმა" შეერთებულ შტატებში 23-26 ოქტომბერს ჩაატარა.
მასალის გამოყენების პირობები