აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავიაკატასტროფას გადაურჩა. ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტს" თეთრი სახლის წარმომადგენელმა ერიკ შულცმა აცნობა. მისი თქმით, ფილადელფიის საჰაერო სივრცეში ფრენისას საპრეზიდენტო თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც პრეზიდენტი სათადარიგო თვითმფრინავში გადასვეს. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები