ტერაქტების სერია ერაყში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ბაღდადის შიიტური რაიონი გახდა. დანაღმული მანქანები სადამ-სიტის შიიტურ რაიონში აფეთქდა. ხალხმრავალ დასახლებაში ადგილობრივი შიიტები აშურას დღესასწაულს ზეიმობდნენ. ტერაქტებს, ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.