ანტიტერორისტულ ოპერაციას კანადა შეუერთდა. კანადურმა ავიაგამანადგურებლებმა ერაყში ისლამისტთა პოზიციები დაბომბეს. წერტილოვანი დარტყმები ჯიჰადისტთა საცეცხლე წერტილებზე ფალუჯაში განხორციელდა. დაღუპულთა შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. კანადამ ისლამისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საჰაერო ოპერაციებში ჩართვის გადაწყვეტილება 3 ოქტომბერს მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები