არგენტინის პრეზიდენტი შეუძლოდაა. კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი მაღალი ტემპერატურით ბუენოს-აირესის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა არგენტინის ლიდერი საავადმყოფოში სავარაუდოდ რამდენიმე დღეს დაჰყოფს. 61 წლის კირშნერმა გასულ წელს მძიმე ოპერაცია გადაიტანა. მას თავიდან ჰემატომა ამოუღეს.
მასალის გამოყენების პირობები