რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოავლინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა ლიდერობს, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 40 პროცენტმა მისცა. მეორე ადგილზე კი ნაციონალ-ლიბერალური პარტიის ლიდერი კლაუს იოჰანესი გავიდა. არჩევნების მეორე ტური რუმინეთში 16 ნოემბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები