აღმოსავლეთ უკრაინაში დე-ფაქტო არჩევნების შედეგებს ითვლიან. ბოლო მონაცემებით, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არჩევნებში პრემიერი ალექსანდრ ზახარჩენკო ლიდერობს, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 70,11-მა პროცენტმა მისცა, მოძრაობა "დონეცკის რესპუბლიკას" კი მხარი ადგილობრივი ელექტორატის 65-მა პროცენტმა დაუჭირა. მოსალოდნელი შედეგით დასრულდა ლუგანსკის არჩევნები, სადაც ხმათა 63,17 პროცენტით დეფაქტო პრემიერი იგორ პლოტნიცკი ლიდერობს, მოძრაობა "მირ ლუგანშინემ" კი ხმათა 69,18 პროცენტი მოიპოვა. დეფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებზე ელექტორატის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები