მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში გამართული დე-ფაქტო არჩევნების შედეგებს აღიარებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დონეცკსა და ლუგანსკში არჩევნები შედგა.
ამასთან, ლავროვის უწყება უკრაინის ხელისუფლებას დონბასის ლიდერებთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთი კრიზისის დარეგულირების პროცესში კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული. რუსეთის დიპლომატიური უწყების განცხადებაში დონეცკი და ლუგანსკი რესპუბლიკებად არის მოხსენიებული.