დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ არჩევნებს ვაშინგტონიც ეხმაურება. საგანგებო განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენეოლმა გააკეთა. მარკ სტროჰის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში დეფაქტო არჩევნების ჩატარება უკრაინის კონსტიტუციასა და მინსკის შეთანხმების პირობებს ეწინააღმდეგება და სამშვიდობო პროცესს უშლის ხელს. ანალოგიური განცხადება გვიან ღამით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმაც გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები