კივმა შესაძლოა „პერსონა ნონ გრატად“ კიდევ ერთი რუსი მომღერალი გამოაცხადოს. „შავ სიაში“ შეყვანა ამჯერად ვიკა ციგანოვას ელის, რომელიც დღეს ლუგანსკში იმყოფებოდა. დეფაქტო არჩევნების ჩატარება მან ადგილობრივ მოსახლეობას სოლო-კონცერტით მიულოცა და ნოვოროსიისადმი მიძვნილი რამდენიმე სიმღერაც შეასრულა.
ანტიუკრაინული ქმედებებისთვის კიევმა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა უკვე რამდენიმე რუს მომღერალს, მათ შორის, იოზიფ კობზონს, ოლეგ გაზმანოვსა და ვალერიას აუკრძალა.