რუსეთში ბოლო 14 წლის მანძილზე ემიგრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 2013 წელს ქვეყანა 186 382 ადამიანმა დატოვა, მიმდინარე წელს კი საზღვარგარეთ საცხოვრებლად 203659 ადამიანი წავიდა.
ბოლოს მიგრაციის ასეთი მაჩვენებელი რუსეთში 1999 წელს აღინიშნა, როდესაც ქვეყანა 214963 ადამიანმა დატოვა.
ამავე სტატისტიკით, რუსეთის მოქალაქეები საცხოვრებლად ძირითადად შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, კანადასა და ფინეთში გადადიან.