რამზან კადიროვმა ბაშარ ასადისგან ოფიციალური მიწვევა მიიღო. ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„დღეს მე შევხვდი სირიელ შეიხს, ახმად ბადრედინსა და რუსეთში სირიის ელჩს, რიად ჰადადს. მათ მე პირადად გადმომცეს სირიის პრეზიდენტის მიწვევა,“-აცხადებს კადიროვი.
ჩეჩნეთის ლიდერი ასადის რეჟიმის აქტიური გულშემატკივარია და მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სირიის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მისი რამდენი თანამემამულეც იბრძვის.