დონეცკისა და ლუგანსკის დეფაქტო არჩევნები აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშნკომ განაცხადა.
„ფარსს, რომელიც ორმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ტანკებისა და ავტომატების ლულებქვეშ მოაწყო, არაფერი აქვს საერთო ხალხის ნებასთან. საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებულ არჩვნებს სეპარატისტები რუსეთის დახმარებით აწყობენ, რითაც მინსკის შეთანხმების პირობები ირღვევა. ეს კი კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს,“-ნათქვამია უკრაინის ლიდერის ოფიციალურ განცხადებაში.