ინდოეთში ადამიანის უფლებათა დამცველებმა პროტესტის უცნაური ფორმა აირჩიეს. ქალაქ კოჩინში მათ აქცია, სახელწოდებით „სიყვარულის კოცნა“ გამართეს. აქციის ორგანიზატორებმა შეყვარებულ წყვილებს სოციალური ქსელების დახმარებით ქუჩებში გამოსვლისა და მასობრივი კოცნისკენ მოუწოდეს. პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა და რამდენიმე აქტივისტი დააკავა. „სიყვარულის კოცნის“ ორგანიზატორებმა ორიგინალური აქციით კოჩინში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტი გააპროტესტეს. გასულ კვირას ინდუსი ფუნდამენტალისტები ერთ-ერთ კაფეში ახალგაზრდა წყვილს იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ისინი ერთმანეთს ჰკოცნიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები