პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „თალიბანის“ ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო. თალიბთა ერთ-ერთი ლიდერის, გილამნ მეჰსუდის განცხადებით, ინდოეთი-პაკისტანის საზღვართან თავი თვითმკვლელმა აიფეთქა. ტერაქტს 45 ადამიანი ემსხვერპლა, 60-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.