რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა შეიყვანა. ამის შესახებ უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრეს-მდივანმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისივე თქმით, სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ინტენსიური დისლოკაცია ხორციელდება.
დონეცკში სამხედრო მანქანების გამოჩენის ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს. სამხედრო კოლონაში 90-მდე სამხედრო მანქანაა, რომლებსაც საიდენტიფიკაციო ნიშნები არ აქვს. თვითმხილველებმა კოლონაში გრადის ტიპის სარაკეტო დააფიქსირეს.