ბურკინა-ფასო სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას. უაგადუგუს ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი სამხედრო მაღალჩინოსნების მიერ ხელისუფლების უზურპაციას აპროტესტებს და დროებით მთავრობაში სამოქალაქო პირების მოსვლას ითხოვს.
გვიან საღამოს სროლის ხმა ისმოდა ადგილობრივი ტელეცენტრის შენობასთან, სადაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სარა სირიმი იმყოფებოდა. ინციდენტის დეტალები ამ დრომდე უცნობია. ცენტრალურმა ტელევიზიამ ცოტა ხნის წინ მაუწყებლობა დაუდგენელი მიზეზით შეწყვიტა.
მასობრივი არეულობები ბურკინა-ფასოს დედაქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტი კამპაორე 27 წლიანი მმართველობის შემდეგ პოსტიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა. სამხედრო მეთაურებმა ქვეყნის დროებით პრეზიდენტად ისააკ ზიდა გამოაცხადეს.