ისრაელმა ღაზას სექტორთან საზღვარი ჩაკეტა. ამის მიზეზი „ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ებრაული რაიონების დაბომბვა გახდა.
ებრაული მხარის განმარტებით, "კასამის" ტიპის რაკეტა ეშკოლის დასახლებაში ჩავარდა, თუმცა აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბოლოს ისრაელის ტერიტორია ღაზას სექტორიდან 16 სექტემბერს დაიბომბა.