პენტაგონი უცხოეთში 500 საიდუმლო აგენტს გზავნის. ამის შესახებ გაზეთი The Washington Post იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურების თანამშრომლები ძირითადად ახლო აღმოსავლეთში გაიგზავნებიან, სადაც „ალ-ქაიდასა" და „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტული დაჯგუფებები მოქმედებენ.
ამავე წყაროს თანახმად, საიდუმლო აგენტების მომზადებას ამერიკის თავდაცვის სამინისტრო 2012 წლიდან ახორციელებს. პენტაგონის აგენტები დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოსთან კოორდინირებულად იმოქმედებენ.