მორიგი ტერორისტული აქტი სირიაში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დამასკოს უნივერსიტეტთან აიფეთქა.
აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს სირიის დედაქალაქში განხორციელებული მეორე მასშტაბური ტერორისტული აქტია.