მასშტაბური ტერორისტული აქტი მოხდა დონბასში. თავდასხმა მარიუპოლის ერთ-ერთ სამხედრო ბლოკ-პოსტზე გამთენიისას განხორციელდა.
წინასწარი ვერსიით, საგუშაგოსთან დანაღმული მანქანა აფეთქდა, რასაც 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მომხდარს უკვე მიანიჭა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია და ტერაქტის განხორციელებაში სეპარატისტები დაადანაშაულა.