ვაშინგტონი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დეფაქტო არჩევნებს ეხმაურება. საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.
„შეშფოთებული ვარ არამხოლოდ სეპარატისტულ რეგიონებში მიმდინარე არჩევნებით, არამედ იმითაც, რომ მისი შედეგების აღიარებას რუსეთი აპირებს. ეს იქნება მოსკოვის მხრიდან მინსკის შეთანხმების აშკარა დარღვევა,"-განაცხადა ჯონ ქერიმ.
ანალოგიური განცხადება დღეს დილით გაეროს გენერალურმა მდივანმაც გააკეთა.