მადრიდის „რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. კარლო ანჩელოტის შეგირდებმა გასვლით შეხვედრაზე „გრანადა"4:0 დაამარცხეს.
ანგარიში მე-2 წუთზე „რეალის" ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, 31-ე და 87-ე წუთებზე კი მეტოქის კარი ჰამენეს როდრიგესმა დალაშქრა. „გრანადას" კარში 54-ე წუთზე კარიმ ბენზემამაც გაიტანა.
მადრიდული გრანდისთვის ეს უკვე ზედიზედ მე-7 მოგებაა. 8 ნოემბერს „რეალი" საკუთარ მოედანზე „რაიო ვალეკანოს" დაუპირისპირდება.