თბილისის კულუტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით "თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი" 2-დან 8 ნოემბრამდე გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში, თბილისს მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი ინსტრუმენტალისტები ესტუმრებიან. საფესტივალო ექვსი კონცერტი თბილისის სხვადასხვა დარბაზებში გაიმართება, რომელშიც გარდა უცხოეთიდან მოწვეული სტუმრებისა, ქართული ორკესტრებიც მიიღებენ მონაწილეობას.
"თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის" მიზანი არამხოლოდ ქართველი მსმენელისთვის უცნობი ნაწარმოებების შესრულებაა, არამედ საგანმანათლებლო მისიაც აკისრია. ყველა ჩამოსული სტუმარი მართავს ყოველდღიურად გაკვეთიელებს კონსერვატორიის და სამუსიკო სკოლების მოსწავლეთათვის.
ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და ის ქალაქის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
2 ნოემბერი
ფესტივალის გახსნა
18:00 სთ-ზე რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი
ვ.ა.მოცარტი - უვერტიურა ფიგაროს ქორწინებიდან
რ. ვონ-ვილიამსი - კონცერტი ჰობოისა და სიმებიანი ორკესტრისათვის, ლა მინორი
ი.ნ.ჰუმელი - კონცერტი საყვირისა და ორკესტრისათვის, მი მაჟორი S.49
შესვენება
პ.დუკა - ვილანელა ვალტორნისა და ორკესტრისათვის
მ.ბრუხი - კონცერტი კლარნეტის, ალტისა და ორკესტრისათვის, მი მინორი Op.88
ჟ.ბიზე - ფარანდოლე, "არლეზიელი" სუიტა No.2
ლევან ცხადაძე -კლარნეტი, მარიკო ჰარა - ალტი, რობ ვან დე ლაარი, ფრიც დამროვი - საყვირი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბენუა ფრომანჟერი - დირიჟორი