საყოველთაო რეფერენდუმიდან 6 კვირის შემდეგ სოციოლოგიური გამოკითხვების ცენტრმა YouGov-მა შოტლანდიაში ახალი გამოკითხვა ჩაატარა.
როგორც გამოკითხვით გაირკვა, რეფერენდუმის შემდეგ შოტლანდიელებმა აზრი შეიცვალეს და დღეისათვის ელექტორატის 52 პროცენტს ბრიტანეთის შემადგენლობიდან გამოყოფა სურს.
გამოკითხულთა უმეტესობას ლონდონის დაპირებების არ სჯერა და თვლის, რომ შოტლანდია ფართო ავტონომიას ვერ მიიღებს.
მათივე მტკიცებით, შოტლანდიაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმი მინიმუმ 10 წელი აღარ ჩატარდება.
საყოველთაო რეფერენდუმი შოტლანდიაში 18 სექტემბერს ჩატარდა. ელექტორატის 55,3 პროცენტმა ხმა გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფის წინააღმდეგ მისცა.