ლუგანსკის ელექტრო სისტემა რუსულ გადამცემს მიუერთდება. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ახალი ელექტროგადამცემის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
კორპორაცია „ელექტრომაშის" წარმომადგენლის, მაქსიმ ზინჩენკოს თქმით, ახალი ხაზი უახლოეს დღეებში ჩაირთვება და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა რუსეთისგან ელექტროენერგიას უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.