საფრანგეთში ებოლის ვირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამჯერად ინფექციურ კლინიკაში გაეროს თანამშრომელი მოხვდა, რომელიც სიერა-ლეონეში მოხალისედ იყო ჩასული.
საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. პაციენტი მკურნალობის კურსს იმავე კლინიკაში გაივლის, სადაც ცოტა ხნის წინ ებოლით ინფიცირებული ფრანგი მედდა განკურნეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეპიდემიამ მსოფლიოში 5 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი დღეისათვის 13 700-ს აჭარბებს.