რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. სახელმწიფო მეთაურის პოსტისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, რეალურ კონკურენტებად კი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა, ქალაქ სიბიუს მერი კლაუს იოჰანისი და ტურიზმის ყოფილი მინისტრი ელენა უდრეა განიხილებიან.
წინასაარჩევნო კამპანიისას პრემიერმა პონტამ მოქმედი პრეზიდენტისგან სერიოზული დარტყმა მიიღო. ტრაიან ბასესკუმ განაცხადა, რომ პონტა 90-იან წლებში ჯაშუშობით იყო დაკავებული, რასაც საპრეზიდენტო კანდიდატი კატეგორიულად უარყოფს.
იმ შემთხვევაში, თუ დღეს გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდება, არჩევნების მეორე ტური რუმინეთში 16 ნოემბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები