უკრაინის თავდაცვის უწყებაში როტაცია დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა პოსტები რამდენიმე მაღალჩინოსანს დაატოვებინა.
სტეპან პოლტორაკის განკარგულებით, თანამდებობიდან სამინისტროს რამდენიმე დეპარტამენტის უფროსი და გენერალური შტაბის ის მაღალჩინოსნები გათავისუფლდნენ, რომლებიც არმიის აღჭურვასა და მომარაგებაზე იყვნენ პასუხისმგებლები.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება ე.წ. „ვოლონტიორულ ორგანიზაციებთან" ითანამშრომლებს, რომლებიც არმიის აღჭურვილობით, სურსათითა და საწვავით მომარაგების პროცესს გააკონტროლებენ.