დონბასში დეფაქტო არჩევნები ტარდება. სეპარატისტები არჩევნებს დონეცკისა და ლუგანსკის იმ რაიონებში მართავენ, რომლებიც კიევის კონტროლს აღარ ექვემდებარება.
თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში სულ 462 საარჩევნო უბანი გაიხსნა. დევნილებს კი ხმის მიცემის საშუალება რუსეთის ქალაქებში: როსტოვში, ვორონეჟსა და ბელგოროდში მიეცემათ.
დონეცკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე უკვე იმყოფებოდა დეფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ზახარჩენკო, რომელიც ხმის მისაცემად საკუთარ მეუღლესთან ერთად მივიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების აღიარება საბოლოოდ კიევსაც მოუწევს.