ვაშინგტონი ბურკინა-ფასოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ კამპაორეს გადადგომის შემდეგ ხელისიფლების მითვისებას სამხედრო მეთაურობა ცდილობს, რაც ყოვლად დაუშვებელია.
შეერთებული შტატები ამბოხებულებს მოუწოდებს ქვეყნის მმართველობა სამოქალაქო ხელისუფლებას გადასცეს და უმოკლეს დროში თავისუფალი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს.
ანალოგიური მოწოდებით ბურკინა-ფასოს სამხედრო მეთაურობას აფრიკულმა კავშირმაც მიმართა. ბლეზ კამპაორე პრეზიდენტის პოსტიდან 27 წლიანი მმართველობის შემდეგ გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა. სამხედრო ხელმძღვანელობამ კი ახალ მმართველად ვიცე-პოლკოვნიკი ისააკ ზიდუ გამოაცხადა.