ურუგვაიში მარიხუანას ლეგალიზაციის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი კლუბების რეგისტრაცია დაიწყო. 45 კაციან ჯგუფებს ლიცენზიის გავლის შემთხვევაში მარიხუანას მოყვანის უფლება მიეცემათ.
თითოეულ კლუბს წლის განმავლობაში 99 ბუჩქი კანაფის დარგვა შეეძლება, კლუბის თითოეულ წევრს კი სახლში 480 გრამი მარიხუანას შენახვის უფლებას მისცემენ. ამასთან, კანაფის ნარგავები სასკოლო დაწესებულებებიდან და ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ცენტრებიდან მინიმუმ 150 მეტრზე უნდა იყოს დაცილებული.
ურუგვაიში მარიხუანას ლეგალიზაცია გასული წლის დეკემბერში დაუშვეს, აფთიაქებში მარიხუანას გაყიდვა კი მომავალი წლიდან დაიწყება.
კანონი მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ პოსტის დატოვებამდე ყოფილმა პრეზიდენტმა დაამტკიცა. ხოსე მუხიკი ირწმუნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანაპლიის წარმოებასა და რეალიზაციაზე კონტროლს სახელმწიფო დაამყარებს, ამით ნარკოდილერებს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.
ოფიციალური სტატისტიკით, ურუგვაიში მარიხუანას 150 ათასზე მეტი ადამიანი მოიხმარს.
მასალის გამოყენების პირობები