რუსულმა თვითმფრინავებმა ევროპის საჰაერო სივრცე კიდევ ერთხელ დაარღვიეს. ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ავიაგამანადგურებლები ბრიტანულმა რადარებმა შოტლანდიის საზღვართან დააფიქსირეს, რის გამოც ლოსიმუტის ავიაბაზიდან რამდენიმე ბრიტანული მოიერიშე თვითმფრინავი აფრინდა და რუს პილოტებს ნატოს მიერ კონტროლირებადი სივრცის დატოვება აიძულა.
ანალოგიური შემთხვევა გასულ კვირასაც გამოვლინდა, როდესაც ნატოს რადარებმა ბალტიისა და შავი ზღვების აკვატორიაში რუსული თვითმფრინავების რამდენიმე ჯგუფი დააფიქსირა.