მოსკოვში პუტინის პოლიტიკას აპროტესტებენ. უკრაინის სოლიდარობის აქცია მეტროსადგურ „ნოვოსლობოდსკაიასთან" მოძრაობა „სოლიდარობამ" გამართა.
პიკეტში მონაწილეობას მოძრაობის რამდენიმე წევრი იღებდა. მცირედი ექსცესების მიუხედავად, აქცია მშვიდობიანად დასრულდა.
პოლიციას პიკეტის მონაწილეები არ დაუკავებია.