ცნობილი რუსი მსახიობი მიხაილ პოროჩენკოვი „პერსონა ნონ გრატად" ლატვიაშიც გამოაცხადეს. ამის მიზეზი დონბასში ვიზიტისას მომხდარი ინციდენტი გახდა.
პოროშენკოვი დონეცკის აეროპორტში სეპარატისტთა ბანაკს ეწვია და უკრაინულ პოზიციებს ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხსნა.
მოგვიანებით სკანდალური კადრები ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა, რის გამოც რუსი მსახიობის წინააღმდეგ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პორეჩენკოვმა კი თავი იმით იმართლა, რომ ტყვიამფრქვევიდან სასწავლო ტყვიებით ისროდა.
მომხდარის გამო ლატვიამ პოროჩენკოვს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ანტიუკრაინული ქმედებების გამო რიგამ „პერსონა ნონ გრატად" რუსი მომღერლები: იოზიფ კობზონი, ოლეგ გაზმანოვი და ვალერია გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები